დაცული ტერიტორიების რუკა
იცით თუ არა რომ

საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. ტერიტორიების შემადგენლობაშია თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება.

ნახე სრულად

4 დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ბილიკების მარკირება განხორციელდა

4 დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ბილიკების მარკირება განხორციელდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი - ,,ბილიკების მოწყობა დაცულ ტერიტორიებზე“  ჩატარდა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ საველე სამუშაოებს.

ტრენინგში სხვადასხვა დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებმა და რეინჯერებმა მიიღეს მონაწილეობა.  სწავლება ეტაპობრივად ფშავ-ხევსურეთის, ყაზბეგის, ალგეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ჩატარდა.

ტრენინგის მიზანია, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა და დაცული ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (KFW) თანამშრომლობისა და დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა (SPPA)  - საქართველო ფარგლებში.