დაცული ტერიტორიების რუკა
იცით თუ არა რომ

საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. ტერიტორიების შემადგენლობაშია თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება.

ნახე სრულად

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება

გაცნობებთ, რომ სათაფლიას აღკვეთილში მთავარი ტურისტული ბილიკი დაკეტილია ქვათა ცვენის საშიშროების გამო. ადგილზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოები. 

აღკვეთილში ფუნქციონირებს დამატებითი ბილიკი, თუმცა მასზე ვიზიტორთა გაცილებით ნაკლები რაოდენობის გატარებაა შესაძლებელი. 

მოგიწოდებთ, რომ ბილეთები შეიძინოთ წინასწარ, ვებ-გვერდზე: www.guru.ge, რათა თავიდან აიცილოთ რიგში დგომა.

აქვე, გვსურს გირჩიოთ, ალტერნატიულ მარშრუტად განიხილოთ ნავენახევის მღვიმე, რომელიც სათაფლიიდან 1 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. მღვიმე გამოირჩევა უნიკალური ნაღვენთი ფორმებით, ირგვლივ კი მოწყობილია ექსკურსიებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გამოყოფილია საგანამთლებლო და სათამაშო სივრცეები.