დაცული ტერიტორიების რუკა
იცით თუ არა რომ

საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. ტერიტორიების შემადგენლობაშია თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება.

ნახე სრულად

ელექტრონული აუქციონი

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზედაზნის ტყის მიმდებარედ არსებული
ტერიტორიის ნაწილის აღნაგობის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის

გამოცხადების თაობაზე

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-23
პუნქტის,
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის N125 დადგენილებით დამტკიცებული „დაცული
ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და
აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N3 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
- დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის,
საშემფასებლო კომპანია ACD-ს დირექტორის, აუდიტორ-შემფასებლის ბესიკ დიაკონიძის 25.02.2019წ.
02/19-5/22 აუდიტორული დასკვნის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს 23.05.2019 წლის N5167/01 და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 04.06.2019
წლის N5/33135 წერილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს პირობებიანი ელექტრონული აუქციონი, თბილისის ეროვნული პარკის
ტერიტორიაზე, ზედაზნის ტყის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ნაწილზე 75 000 კვ.მ
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო
კოდი N72.06.10.000.138) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) სასყიდლიანი
აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით, შემდეგი სააუქციონო პირობებით:
1.1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
ა) გადაცემულ ტერიტორიაზე მოაწყოს ეკოტურიზმისათვის აუცილებელი
ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს): ღამის
გასათევ კოტეჯებს (არანაკლებ 120 ერთეული), საკონფერენციო სივრცეს, კვების ობიექტებს,

გამაჯანსაღებელ კომპლექსს, ვიზიტორთა ცენტრს, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-
დასასვენებელ ზონას და სხვა დამხმარე ნაგებობებს (მაგ: სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური

ნაგებობა, სამედიცინო პუნქტი, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის განკუთვნილი
ნაგებობა);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტები ააშენოს/მოაწყოს საქართველოს
მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N216 დადგენილებით დამტკიცებული თბილისის
ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის
ასაშენებლად/მოსაწყობად მომზადებული არქიტექტურული პროექტი (რენდერი) წინასწარ,
შესაბამისი მშენებლობის ნებართვის აღებამდე, შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების
სააგენტოსთან“.
დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სამშენებლო
სამუშაოების განსახორციელებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადების შემდგომ უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის
მომზადება.
ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად
განახორციელოს არანაკლებ 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის ინვესტიცია,
ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
ვ) ასევე, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის განმავლობაში სსიპ
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მოთხოვნით არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარი
დახარჯოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მიერ კანონმდებლობით დაკისრებული
უფლებამოსილებ(ებ)ის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური აქტივ(ებ)ის (რომელიც
მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სააგენტოს/მისი ტერიტორიული ორგანოების
ადმინისტრაციული შენო(ბე)ბის რემონტს, სააგენტოს მიერ უფლებამოსილების
განსახორციელებლად საჭირო მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას
და სხვა) შესაძენად.
ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების
უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში
წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 17
000 000(ჩვიდმეტი მილიონი) ლარის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ
4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;
1.2. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აუქციონში
გამარჯვებულის მიერ აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებული/მოწყობილი
ინფრასტრუქტურა, ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გარეშე რჩება სახელმწიფო
საკუთრებაში.
1.3. ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი
აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის
საფუძველზე.
1.4. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ვადად განისაზღვროს 45
(ორმოცდახუთი) წელი.
1.5. მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის საწყისი
სააუქციონო ფასი განისაზღვროს 250 000 (ორასორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით (დღგ-ს
ჩათვლით) წელიწადში. ამასთან, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ უფლებამოსილია
ყოველ 10 (ათი) წელიწადში ერთხელ მოითხოვოს აღნაგობის საზღაურის გადახედვა
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული
სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს აღნაგობის საფასური, რისთვისაც
ბაზისად აღებული იქნება აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი.
1.6. აუქციონში მონაწილეობისათვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს
ოდენობა განისაზღვროს გადასაცემი ქონების საწყისი საფასურის 30%-ით („ბე“ უკან
დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას
ვაჭრობაში).

1.7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვროს 10 000 (ათი ათასი) ლარით.
1.8. აღნაგობის საფასურის გადახდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი)
წლის შემდეგ (აღნაგობის უფლების მქონე პირი საივესტიციო ვალდებულების შესრულების
პერიოდში თავისუფლდება აღნაგობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან).
2. განცხადება ელექტრონული აუქციონის გამართვის თაობაზე აიტვირთოს სააგენტოს
ვებგვერდზე (www.apa.gov.ge) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს ვებგვერდზე 2019 წლის 10 ივნისიდან (www.eauction.ge).
3. ელექტრონული აუქციონი დაიწყოს 2019 წლის 20 ივნისსს 12:00 საათზე და დასრულდეს
2019 წლის 01 ივლისს 16:00 საათზე.
4. დაევალოს ეკონომიკურ სამსახურს უზრუნველყოს სააუქციონო მოსაკრებლის გადახდა
და ელექტრონული აუქციონის გამართვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მეშვეობით.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს
გ. ფანცულაიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
7. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
მისი დაინტერესებული პირისათვის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის
გამზ.N6).