მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ხელშეწყობის მიზნით

დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოამზადა გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი ეხება პონტოს მუხის (Quercus pontica), წითელი ნუსხის სახეობის, დაცვის მიზნით დაცული ტერიტორიის შექმნის თაობაზე კანონპროექტის მომზადებას.

მომავალი დაცული ტერიტორია მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. გარემოსდაცვით და სოციალურ მართვის გეგმაში ასახული ყველა ძირითადი საკითხი შეთანხმდა ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. დამატებითი დეტალები მოცემულია თანდართულ დოკუმენტში. 

პროექტი