სიახლეები

02 ივლისი 2020

დაცული ტერიტორიების განვითარების საუკეთესო ამერიკული გამოცდილების გაზიარების ტრენინგები წარმატებით დასრულდა

ტრენინგის „დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობის და მართვის საორიენტაციო საფუძვლები“ 30 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პარტნიორობით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა პაატა შანშიაშნვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს  თანამშრომლები გადაამზადა.

29 ივნისი 2020

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 300 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.

24 ივნისი 2020

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის ოდენობის გრანტი გადეცა

კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცულ ტერიტორიებს პანდემიის პირობებში დაუბრკოლებელი ფუნქციონირებისთვის 4 160 000 ლარის მოცულობის მხარდაჭერას აღმოუჩენს...

19 ივნისი 2020

მაჭახელას ეროვნული პარკი საერთაშორისო დაფინანსებას მიიღებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

12 ივნისი 2020

ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე ტურისტული მომსახურების გაწევის და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით

10 ივნისი 2020

15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები იხსნება!

15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები იხსნება! ყველა ვიზიტორთა ცენტრი 15 ივნისიდან განაგრძობს მუშაობას და ვიზიტორთა მიღებას...

10 ივნისი 2020

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის რეკომენდაციები

COVID-19 პანდემიისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას:

 
 
13 მაისი 2020

ელექტრონული აუქციონი

 სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების - 3 ერთეული წყალმცურავი საშუალებების (პონტონების) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით

04 მაისი 2020

“ზრდა საქართველოში“ ტენდერს აცხადებს

ტენდერი მოიცავს, დეტალური არქიტექტურული პროექტის მომზადებას თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და ომალოს ვიზიტორთა ცენტრის არსებული საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციის მიზნით

10 აპრილი 2020

ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების - 3 ერთეული წყალმცურავი საშუალებების (პონტონების) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით:

10 აპრილი 2020

ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაქვისთავში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე 240,7 კვ.მ (სასტუმრო) და 15 კვ.მ. (სველიწერტილი) შენობების და ქ. ფოთში, გურიის ქ.N222-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე N2 378,3 კვ.მ შენობის სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გაცემის მიზნით. 

06 აპრილი 2020

ელექტრონული აუქციონი

 სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს მარტვილის რაიონში, სოფ. ინჩხურში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3324 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გაცემის მიზნით

31 მარტი 2020

საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იქნება დაკეტილი

ახალი ტიპის კორონავირუსის, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იქნება დაკეტილი.

25 მარტი 2020

ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თეთრიწყაროს რაიონის, დაბა მანგლისში, კურორტის ქ.N4-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორია) მდებარე შენობის 1 სართულზე 27.7 კვ.მ ფართის, მის წინ არსებული 30.49 კვ.მ ტერასის, მიმდებარედ არსებული 343 კვ.მ ეზოს ნაწილის და მიწის ნაკვეთზე არსებული თოკების პარკის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.

20 მარტი 2020

საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 6 აპრილის ჩათვლით დაკეტილია

ახალი ტიპის კორონავირუსის, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტს დაიკეტა. არსებული ვითარების გამო, ეს პერიოდი, 6 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.