2019 წლის 18 ნოემბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

2019 წლის 18 ნოემბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო (SPPA)-ს მხარდაჭერით, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ, ასევე, ადგილობრივი „მრჩეველთა რეგიონული საბჭოს“, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შემუშავდა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი.

მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული - დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ - დებულების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: პროექტის განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com. დაინტერესებულ პირებს შენიშვნების წარმოდგება შეუძლიათ ელექტრონული ფორმითაც.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა