2020 წლის ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიები

ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულ პარკებს მოპოვებული გამარჯვება Welcome To Georigia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ კუსიდიმ მიულოცეს!


როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსები, როგორიც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, ხელს უწყობს ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.


ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დირექტორის განცხადებით, წელს, პირველად, კონკურსი სახეცვლილი ფორმატით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება. სწორედ ამიტომ დასახელდა ორი გამარჯვებული, რაც ხელს შეუწყობს ამ უნიკალური ეროვნული პარკების ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას.