21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა!

 ამ დღეს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს უნიკალური კოლხური ტყეების მნიშვნელობა!

საქართველოში კოლხური ტყეები გავრცელებულია რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე, მათ შორის მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პირველად საქართველოში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე: - ,,კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ წარდგენილია ოთხი დაცული ტერიტორია - კოლხეთის და მტირალას ეროვნული პარკები, ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიები.

საერთაშორისო მნიშვნელობის კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენს კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს და გამოირჩევიან უნიკალური ეკოსისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.