27 მარტს მსოფლიოს მასშტაბით დედამიწის საათი აღინიშნება!

ამ დღეს, 20:30 წუთზე, უამრავი ადამიანი, დედამიწის ყველა კუთხიდან, პლანეტის დასაცავად ერთიანდება და 1 საათის განმავლობაში უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე. სწორედ ამ ჟესტით გამოიხატება მხარდაჭერა დედამიწის მიმართ.
 

„დედამიწის საათის“ ეს აქტივობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სულ მცირე ქმედებებსაც კი შეუძლიათ ისეთი დიდი შედეგების მიღწევა, როგორიცაა კლიმატის ცვლილების შემსუბუქება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაბინძურების აღმოფხვრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გარემოზე ზრუნვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. ჩვენ ყველამ ერთად მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ დედამიწის მიმართ, ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართ! ერთად დავიცვათ საქართველოსა და მსოფლიოს ბუნება!

„დედამიწის საათის“ ეს აქტივობა პირველად, 2007 წელს, ავსტრალიაში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ ჩატარდა და მას შემდეგ მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დასაცავად საზოგადოების წახალისებას.