3 მარტი ველური ბუნების მსოფლიო დღეა

2021 წელს, ველური ბუნების მსოფლიო დღის თემა ტყეები და მისგან მიღებული სარგებელია. ტყე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იშვიათი ეკოსისტემების თუ ველური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების პროცესში, ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებას.

 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ფონდი 369 189 ჰექტარს შეადგენს, რაც დაცული ტერიტორიების საერთო ფართობის თითქმის ნახევარია.

 საქართველოში ტყის მართვის მოდელის უპირველესი მიზანია ტყეების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს მოვლა, დაცვა და აღდგენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.

 2021 წელს ველური ბუნების მსოფლიო დღე მიზნად ისახავს სწორედ ტყის მართვის ისეთი მოდელების წახალისებას, რომლებიც ითვალისწინებს, როგორც ადამიანების კეთილდღეობას, ისე ტყისა და მისი ველური ბუნების გრძელვადიან კონსერვაციას.

 ველური ბუნების მსოფლიო დღე 2013 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, აღინიშნება.