31 ივლისი რეინჯერთა საერთაშორისო დღეა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, დავით მარკოზაშვილთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა.

დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით და ფულადი პრემიით 37 რეინჯერი დაჯილდოვდა. ასევე, კომპენსაცია გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს. 31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ, თუ გარდაცვლილ რეინჯერთა ხსოვნას ეძღვნება.

ღონისძიება პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში-საქართველო“ ფინანსური დახმარებით გაიმართა, რომელსაც საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს და დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ.