აჯამეთის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის განხილვა
2017 წლის 31 აგვისტოს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) აჯამეთის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმა განიხილება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: აჯამეთის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com
აჯამეთის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმა Twinning-ის პროექტის ფარგლებში 2016 წელს, მომზადდა. პროექტში ჩართული იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა 2016 წლის, 8 დეკემბერს. განთავსებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი იყვნენ დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები მართვის შესაბამისი ორგანოსათვის წარედგინათ.