ბიძინობა 2017

ახმეტაში სახალხო დღესასწაული „ბიძინობა“ გაიმართა, რომელშიც  სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოც. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ თუშეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს იროდი ბუქვაიძეს და თამაზ ქოთილაიძეს დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.