"ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა

2020 წლის 4 დეკემბერს, 12:00 საათზე, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

"ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის" პროექტი შემუშავდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, ეროვნული კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ, ასევე სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

ონლაინ განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ 4 დეკემბრამდე  გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართი შემდეგ მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com აღნიშნული ელექტრონული ფოსტიდან თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ონლაინ განხილვის შესაბამის ბმულს (ონლაინ განხილვა ჩატარდება ზუმის საშუალებით).

დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ შენიშვნების წარმოდგენა ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com

დოკუმენტი 2020 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

იხილეთ დოკუმენტი