დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსდამთავრებულების დაჯილდოება

დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოში პაატა შანშიაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს გადასცეს.

სააგენტოს თანამშრომლებს აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის საბაზისო კურსი ჩაუტარდათ, რომელიც მოიცავდა შემდეგ 7 მოდულს:
  •  ინტეგრირებული მართვის მოდელი
  •  რესურსების მართვა
  •  ვიზიტორთა მომსახურება
  •  საზოგადოებასთან კავშირი და ეკოგანათლება
  •  ინსტიტუციური განმტკიცება
  •  მდგრადი ინფრასტრუქტურა
  •  ძალოვანი და სამაშველო საქმიანობა

აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ინტენსიური წვრთნები სააგენტოში 2009 წლიდან ტარდება, კურსი სააგენტოს მისიისა და საქმიანობის სფეროს უკეთ გაცნობაში ეხმარება დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს.