დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება!

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური და კვლევითი სამუშაოების გამო,  ვიზიტორებისთვის ნავენახევის მღვიმე 24 ივლისიდან დროებით დაიკეტება.

აქვე გვსურს შეგატყობინოთ, რომ სათაფლიაზე ვიზიტორების გაზრდილი მოთხოვნის გამო, ეკოტურისტული ობიექტი 1 აგვისტოდან იმუშავებს ყოველდღე, 10:00-19:00 საათამდე, დასვენების დღის გარეშე. 

დაცული ტერიტორიების სააგენტო ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობის გამო და ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

გაატარეთ ზაფხული საქართველოში!