დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, ქ. რიადში (საუდის არაბეთი) UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაში მიიღეს...

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, ქ. რიადში (საუდის არაბეთი) UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაში მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს და მუდმივად იღებს მონაწილეობას მსგავსი ტიპის შეხვედრებში, რათა გაითვალისწინოს და იხელმძღვანელოს იმ რეკომენდაციებით, რომლებიც იუნესკოს მიერ აღიარებული ტერიტორიების ეფექტიან მართვასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.
აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები-ს“ სტატუსით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები შეემატა. 2022 წელს კი UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ (დედოფლისწყარო) და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა.