დავით სონღულაშვილი: „დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ქმნის ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს“

დავით სონღულაშვილი: „დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ქმნის ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
„დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი უნიკალური ბუნება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების სერვისები სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა კი, თავის მხრივ, ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს აჩენს, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურად ისახება რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა დაცული ტერიტორიების რეინჯერების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცულ ტერიტორიებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება დაცვა და მოვლა-პატრონობა. ამ საქმეში რეინჯერთა პასუხისმგებლობა არის ფასდაუდებელი. ხშირ შემთხვევაში, პროფესიულ მოვალეობას რეინჯერები საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ. რეინჯერების სათანადო სამუშაო პირობები და სოციალური გარანტიები სახელმწიფოს ზრუნვის საგანია.
მინისტრმა იმერეთის რეგიონის ყველაზე პოპულარული ბუნების ძეგლი, პრომეთეს მღვიმეც დაათვალიერა.