ელექტრონული აუქციონი

 სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების - 3 ერთეული წყალმცურავი საშუალებების (პონტონების) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით:

 აუქციონში გამარჯვებული ვადლებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში, მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის:

 მოაწყოს არანაკლებ 50 მეტრის სიგრძის დამოუკიდებელი პირსი და ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმების დაცვით განახორციელოს მისი ოპერირება
 პონტონებს ჩაუტაროს რემონტი

⚠️ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ექსპლუატაციის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიცია

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/3fJPZmH