ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ლაგოდეხის აღკვეთილში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილის - 4615 კვ.მ. იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:

 6 ერთეულ კოტეჯს,
4 საპიკნიკე ფანჩატურს,
სველ წერტილს,
დამხმარე ნაგებობას სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;

გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს