ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკებში, ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული, დუშეთის რაიონში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ახმეტის რაიონში, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს თუშეთისა და ფშავ ხევსურეთის ეროვნული პარკების დამაკავშირებულ საფეხმავლო ბილიკზე (სოფელი ომალო - სოფელი დართლო - სოფელი გირევი - ადგილი ქვახიდი - უღელტეხილი აწუნთა - ხიდიტანის ქედი - სოფელი მუცო - სოფელი შატილი) ტურისტული მომსახურების გაწევა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, დამცავი ბაგირებისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა „ტექნიკური რეგლამენტის - „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის N475 დადგენილებისა და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად და მართვის უფლების ვადით საფეხმავლო ბილიკის მოვლა-პატრონობა (მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შენახვა და ტრანსპორტირება); 

ასევე, გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს დუშეთის რაიონში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან  1000 კვ.მ  და ახმეტის რაიონში, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანზე გათვლილი 2 (ორი) საბანაკე ადგილის (თითო საბანაკე ადგილზე 20 (ოცი) საკარვე ადგილის) (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია არ შემოიფარგლებოდეს) ღამისთევის სერვისის შეთავაზებას, თითო საბანაკე ადგილზე 2 (ორი) სველ წერტილის, თითო საბანაკე ადგილზე 2 (ორი) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობელის (ფანჩატური), საპიკნიკე მაგიდების, სამზარეულოს, ელ. ენერგიის გამომუშავებისათვის მზის პანელების განთავსებას) მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;

გამარჯვებული ვალდებულია განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს