ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, ბირთვისის ბუნების ძეგლის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, ბირთვისის ბუნების ძეგლის ნაწილის - 198 009 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის ს/კ 84.03.32.071, თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ამლივში მდებარე 2636 კვ.მ (უძრავი ნივთის ს/კ 84.20.31.335) და 4883 კვ.მ (უძრავი ნივთის ს/კ 84.20.31.333) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) მართვის უფლებით გაცემის მიზნით.

✅ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, ბირთვისის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ 198 009 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (უძრავი ნივთის ს/კ 84.03.32.071, თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) დაკიდებულ ხიდებს (არანაკლებ 2 ერთეული), საფეხმავლო ბილიკებს (არანაკლებ 3 კმ.), საქანელას (არანაკლებ 1 ერთეული), კედელზე საცოც ატრაქციას (არანაკლებ 1 ერთეული), კოტეჯებს (არანაკლებ 4 ერთეული) და კვების ობიექტს - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;

✅ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლისა უზრუნველყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ამლივში მდებარე 2636 კვ.მ (უძრავი ნივთის ს/კ 84.20.31.335) და 4883 კვ.მ (უძრავი ნივთის ს/კ 84.20.31.333) მიწის ნაკვეთებზე ბირთვისის ბუნების ძეგლამდე მისასვლელი გზის (მათ შორის საფეხმავლო ბილიკის) მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს