ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 63.07.51.028) მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის (კოტეჯი) სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
✅ შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში მდებარე შენობა-ნაგებობის (კოტეჯი) რეაბილიტაცია და რემონტი ვიზიტორთათვის ღამისთევის სერვისის შეთავაზების მიზნით;
✅ განახორციელოს არანაკლებ 30 000 ლარის ინვესტიცია
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს