ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ომალო-თუშეთში, თუშეთის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

✅ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადაში უზრუნველყოს ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ არსებულ 202 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მოიცავს ექსტრემალურ ატრაქციონს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;

✅ განახორციელოს არანაკლებ 20 000 ლარის ინვესტიცია

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს