ევროპის ტყეების კვირეული

ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ "ევროპის ტყეების კვირეულში" მიიღო მონაწილეობა. დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა სხვადასხვა სკოლების 30 მოსწავლეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში" ეკოსაგანამანათლებლო ტური ჩაუტარა. შეხვედრაზე ისაუბრეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ. მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ ისტორიებიც მოისმინეს.

„ევროპის ტყეების კვირეული“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის სატყეო კომისიის (EFC) ორგანიზებით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, 2008 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობა, დაცული ტერიტორიების სააგენტომ პირველად მიიღო.