ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის საჯარო განხვილვა

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,მ3“-ის მიერ.

კომპანიის მიერ ჩატარებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების შემდგომ დაცული ტერიტორიების სააგენტოში 2019 წლის 30 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, კერძოდ კი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტი (ტომი -I ), ჯამური ცხრილები ( ტომი -II), ტაქსაციური აღწერები უბნების მიხედვით (უკანა ფშავის უბანი, არხოტის უბანი, შატილის უბანი და მიღმახევის უბანი, ტომი- III) და კარტოგრაფიული მასალები.

საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წლის 4 თებერვალს, 12:00 საათზე,  სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6)

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

ტყის მართვის გეგმა 

ჯამური ცხრილები

 

სატაქსაციო აღწერა - არხოტი

სატაქსაციო აღწერა - შატილი

სატაქსაციო აღწერა - მიღმა ხევი

სატაქსაციო აღწერა - უკანა ფშავი

 

კარტოგრაფიული მასალები