გადარჩენილი შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

გადარჩენილი შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

2012 წლის 23 იანვარს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ადმინისრაციის რეინჯერმა ადიდებულ მტკვარში შესული შველი სიკვდილს გადაარჩინა. დამხმარე ჯგუფის მეშვეობით მოხერხდა შველის მდინარიდან უვნებლად გამოყვანა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში გაშვება.

"შემოსული ინფრომაციის საფუძველზე, ადმინისტრაციის რეინჯერთა ჯგუფმა მოახერხა შველის გამოყვანა მდინარიდან და მისი გაშვება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ამჯამად, შველი უვნებლად იმყოფემა"-განაცხადა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმა  ლევან თაბუნიძემ.