გამკაცრებული კონტროლი თბილისის ეროვნულ პარკში

გამკაცრებული კონტროლი თბილისის ეროვნულ პარკში

თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მარტყოფის უბანში, ამავე ადმინისტრაციის რეინჯე-
რების მიერ, 2014 წლის 11 და 14 თებერვალს გამოვლენილი იქნა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. ადმინისტრაციის რეინჯერებმა სამართალ-
დამრღვევები ადგილზევე დააკავეს და საქართვე-
ლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  64-1 მუხლის შესაბამი-
სად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინეს, რომლებიც შესაბამისი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნება გარდაბნის რაიონულ სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ეროვნული პარკი ხე-ტყის უკანონო ჭრების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი დაცული ტერიტორია საქართველოში; გასულ წელს გამოვლენილ იქნა ხის უკანონო მოპოვების რამდენიმე ფაქტი, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ეროვნულ პარკს. გატარებული ღონისძიებების შედეგად პარკის ადმინისტრაციამ გააძლიერა პატრულირება და გაამკაცრა სანქციები, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებითი რამდენიმე  ფოტოხაფანგის დამონტაჟება, რაც ხელს შეუწყობს დარღვევათა უფრო მარტივ გამოვლენას.