გამწვანების აქცია აჯამეთის აღკვეთილში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა თომა დეკანოიძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აჯამეთის აღკვეთილში „Treepex”-ის პროექტის „დარგეხე“ ფარგლებში, პაშა ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წითელ ნუსხაში შეტანილი იმერული და ქართული მუხის 1 000 ნერგი დაირგო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აჯამეთის აღკვეთილის განახლება, რომელიც ტყის ორგანიზაციის და განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში გაშენდება იმერული მუხის და ძელქვის ნარგავები, მოეწყობა სანერგე მეურნეობა.

პროგრამის ფარგლებში, „Treepex”-ის პროდუქციის შეძენისას, მყიდველი ავტომატურად ერთვება გამწვანების აქციაში. თითოეული პროდუქტის გაყიდვისას, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თითო ხე ირგვება.