ინფო ტური

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ინფო-ტური გაიმართა. ტუროპერატორები ჯავახეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკებში იმყოფებოდნენ, სადაც ტურისტულ პროდუქტებს ადგილზე გაეცნენ.

ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა მადათაფის. ხანჩალის და ბუღდაშენის ტბები მოინახულეს. ტურ-ოპერატორებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ცხენებით და ველოსიპედებითაც გაისეირნეს. ასევე, დაათვალიერეს ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი.

ინფო-ტურის მიზანი დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ტუროპერატორებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. ტური ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს მხარდაჭერით ჩატარდა.