კინტრიშის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვის შესახებ

2019 წლის 15 ნოემბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) „კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო (SPPA)-ს მხარდაჭერით, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კინტრიშის ადმინისტრაციის მიერ, ასევე, ადგილობრივი „მრჩეველთა რეგიონული საბჭოს“, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შემუშავდა კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებულია კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის, რომელიც მოიცავს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალსა და კინტრიშის ეროვნულ პარკს.

მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების  და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული - დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ - დებულების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: პროექტის განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com

დაინტერესებულ პირებს შენიშვნების წარმოდგება შეუძლიათ ელექტრონული ფორმითაც.

დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა 2019 წლის 15 ოქტომბერს.

 

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა 27.09.19