კოლხეთის ეროვნულ პარკში კობრის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს

პალიასტომის ტბაში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ინიციატივით, სარკისებრი კობრის სახოების აღდგენის მიზნით, კობრის სახეობის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს. ფაქტი უპრეცედენტოა და ხელს შეუწყობს ტბაში თევზის პოპულაციის გამრავალფეროვნება/გამრავლებას. კობრის გამრავლება პალიასტომის წყალქვეშა სამყაროს გაუმჯობესებას გამოიწვევს.

დღეისთვის კობრი მეთევზეთა ყველაზე სასურველ, მაგრამ გაიშვიათებულ ობიექტს წარმოადგენს. მისი რეაბილიტაციით შესაძლებელი გახდება სარეწაო პოტენციალის გაზრდა, რაც ადგილობრივ მეთევზეებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

პროექტს ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“, კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.