კოლხეთის ეროვნულ პარკში სანადირო თოფით გადაადგილების ფაქტი გამოვლინდა
21 იანვარს, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა ზუგდიდის უბნის ტრადიციული გამოყენების ზონაში გლუვლულიანი სანადირო თოფით გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს.
ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 89-ე პრიმა მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.
ჩამორთმეული სანადირო თოფი დალუქულია და შემდგომ რეაგირებამდე, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სპეციალურ საცავში ინახება.