კონკურსი ყაზბეგის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის

კონკურსი ყაზბეგის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის 

ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში ბუნების კონსერვაციისათვის (TJS) დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროგრამას ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც მიმდინარეობს თანამონაწილეობით პრინციპებზე დაყრდნობით და ხორციელდება მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით. პროგრამა დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მეშვეობით. 

ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია ორი კონკურსი.

პირველი კონკურსი ჩატარდება მთელი ყაზბეგის მასშტაბით და ითვალისწინებს მოსახლეობაში საოჯახო მეურნეობასთან დაკავშირებით დაგროვილი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოვლენას, რომელიც შესაძლოა წარმოდგენილი იყოს კერძო მაგალითის ან იდეის სახით და ეხებოდეს  ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თემატიკას.  კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგეს 4000 ლარს. გამოვლინდება 10 საუკეთესო იდეა და თითოეული მათგანი დაჯილდოვდება 400 ლარით.

მეორე კონკურსი ჩატარდება ყაზბეგის რაიონში არსებულ ოთხ დიდ სოფელს შორის, ესენია: არშა, გარბანი, სიონი, ხურთისი. კონკურსი ითვალისწინებს თითოეული სოფლის მაცხოვრებლების მიერ ერთობლივი განაცხადის მომზადებას, რომელიც მოიცავს მათ საერთო ხედვას სოფლის საჭიროებებთან დაკავშირებით და მიმართული იქნება სოფლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.

კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 16 000 ლარს. პირველ ადგილზე გასული განაცხადი მიიღებს 8 000 ლარს, მეორე ადგილზე გასული წინადადება დაჯილდოვდება 3500 ლარით, მესამე ადგილზე გასული იდეა მიიღებს 2500 ლარს, ხოლო მეოთხე ადგილზე გასული განაცხადი მიიღებს 2 000 ლარს.

ორივე კონკურსთან დაკავშირებით მონაწილეებმა საჭიროა ამა წლის 22 თებერვლის 18 სთ-მდე წარმოადგინონ განაცხადები სტეფანწმინდაში, მუნიციპალიტეტის შენობაში. განაცხადის დასარეგისტრირებელად საჭიროა იდეის სახელწოდება და მოკლე აღწერა, პირადობის მოწმობის ასლი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა).

განაცხადების განხილვა მოხდება საჯაროდ, ჟიურის წევრების მიერ ამა წლის 24 თებერვალს 14 სთ-ზე და 25 თებერვალს 12 სთ-ზე  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი რეგიონული სამუშაო ჯგუფის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა წარმომადგენლები. 

განაცხადების შესაფასებელი ძირითადი კრიტერიუმები:გარემოსთან თავსებადი (არ უნდა იყოს ბუნებისთვის საზიანო)პოლიტიკური და რელიგიური თემატიკისგან თავისუფალი (არ უნდა მოიცავდეს პოლიტიკურ ან რელიგიურ საკითხებს)მარტივად განხორციელებადიმდგრადი

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
მანანა მარსაგიშვილს(ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) - ტელ: 5 99 67 68 87 ოთარ წამალაიძეს (ყაზბეგის ეროვნული პარკი) - ტელ: 5 77 96 11 88 რუსუდან ჭოჭუას (TJS) - ტელ: 599 23 75 30