კვერეთის აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსის „საოჯახო შინამეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კვერეთის აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსის „საოჯახო შინამეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მცხოვრებმა 300-ზე მეტმა ადგილობრივმა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 100 მცირე ბიზნესი, რომლებიც, ჯამში, 22 215 ლარით დაფინანსდებიან.

გამარჯვებული პროექტები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას და ხელს შეუწყობს საოჯახო მეურნეობების განვითარებას ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მებაღეობა, მევენახეობა და მეღვინეობა. გრანტის ფარგლებში დაფინანსდება, მათ შორის, სახნავ-სათესი ფართობების შემოღობვა, თხილისა და ხეხილის ბაღების გაშენება, საღვინე ავზების შეძენა და სხვა.

საგრანტო კონკურსი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.