მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის განხილვა

2017 წლის 14 დეკემბერს, 15:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის განხილვა გაიმართება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: პროექტის განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა გაეროს განვითარების პროექტის - UNDP ფარგლებში 2017 წელს. პროექტში ჩართული იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა 2017 წელს 16 ნოემბერს.