მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი

წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა მაჭახელას ეროვნული პარკისთვის ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მენეჯმენტის გეგმა სავალდებულოა ყველა დაცული ტერიტორიისთვის.

მენეჯმენტის გეგმის მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლის შედეგების მიღწევაც მიზნად უნდა დაისახოს და განახორციელოს შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში.  

გთხოვთ, განთავსებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები შემდეგ მისამართზე: info@apa.gov.ge ; გ. გულუას  ქ. # 6 .

მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა გაეროს განვითარების პროექტის - UNDP ფარგლებში 2017 წელს. პროექტში ჩართული იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.                                                      

დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა  2017 წელს 16 ნოემბერს

მართვის გეგმა