მემორანდუმის ხელმოწერა

დაცული ტერიტორიების სააგენტო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობას აგრძელებს. სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ და ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის თავმჯდომარე კონსტანტინე აბულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა, შრომით ბაზარზე ახალი, პროფესიონალი კადრების დამკვიდრება. მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო და უნივერსიტეტი ხელს შეუწყობენ მოხალისეთა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას ტერიტორიულ ადმინისტრაციებში.

ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტო ორგანიზებას გაუკეთებს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარებას. სააგენტო, უნივერსიტეტი და ცენტრი ერთობლივად შეიმუშავებენ 3 წლიანი თანამშრომლობის პროგრამას.

თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა მიერ დაცული ტერიტორიების ტურისტული პოტენციალის კვლევის შედეგები და დაპროექტებული ტურისტული მარშრუტები განთავსდება ცენტრის მიერ შექმნილ საერთაშორისო გლობალურ ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევში და სააგენტოს ვებ გვერდზე.