პანკისობა 2017

ანკისის ხეობის სოფელ დუისში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად სახალხო დღესასწაული „პანკისობა-2017“ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმაც მიიღეს. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალის რეინჯერებს ვაჟა ბორჩაშვილს და გია მუთოშვილს დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.

„პანკისობაზე“ გასართობ ღონისძიებებთან ერთად, მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების და ადგილობრივი წარმოების ყველისა და თაფლის გამოფენა- გაყიდვა.