პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში, შვედეთში მორიგი სასწავლო ტური გაიმართა
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში, შვედეთში მორიგი სასწავლო ტური გაიმართა
სასწავლო ტურების მიზანი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.
შვედეთში ვიზიტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა 3 ეროვნული პარკი - ტირესტა, ტივედენი და სანდემარის ნაკრძალი დაათვალიერეს; შვედ კოლეგებთან შეხვედრისას, გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და შვედეთის ეროვნული პარკების შესახებ, გააზიარეს საკუთარი გამოცდილება ეროვნული პარკების მართვის სპეციფიკის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციული და ეკოტურისტული საქმიანობების მიმართულებებით.
პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წლიდან მიმდინარეობს, ერთ-ერთ მიზნად ისახავს სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში, სასწავლო ტურები მომავალშიც განხორციელდება.