რეიჯნერებს მერაბ არევაძის სახელობის სიგელები გადაეცათ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახლადდანიშნული თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც არსებულ სიტუაციას და ეკო-ტურისტულ სერვისებს გაეცნო. 

დავით მარკოზაშვილმა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების რეინჯერებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გარდაცვლილი რეინჯერის, მერაბ არევაძის სახელობის სიგელი გადასცა. 6 რეინჯერი ბრაკონიერებთან ბრძოლაში და კანონაღსრულების მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

მერაბ არევაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაარსების დღიდან რეინჯერად მუშაობდა. იგი 2012 წელს, პატრულირების დროს ბრაკონიერებმა სასტიკად აწამეს.