საკონსულტაციო შეხვედრა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გრიგალავა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, დავით მარკოზაშვილთან ერთად ზუთხისებრთა სახეობების კონსერვაციის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.

პროექტის მიზანია საქართველოში ზუთხისებრთა სახეობების კონსერვაციის გაძლიერებაა. პროექტის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტია მდინარე რიონზე და მდინარის შესართავის მიმდებარე საზღვაო სივრცეში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა. პროექტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა ახორციელებს.