თბილისის ეროვნულ პარკში ველო-ტური „საბადურობა“ გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა ღამის ველო-ტურში "საბადურობა" მიიღო მონაწილეობა. ველო ტური გლდანში, ქერჩის ქუჩაზე დაიწყო და თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, საბადურის ტყეში დასრულდა.

მონაწილეებმა 30-კმიანი რთული გზა გაიარეს. საბადურის ტყეში მათთვის პიკნიკი და ელექტრონული მუსიკის საღამო მოეწყო. თბილისის ეროვნულ პარკში ველო-ტური უკვე მე-6 წელია იმართება და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაა.