ტრენინგი ვიზიტორთა სპეციალისტებისთვის

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ვიზიტორთა სპეციალისტებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის ამაღლების სფეროში ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგში ოცივე ადმინისტრაციაში დასაქმებული 24 ვიზიტორთა სპეციალისტი მონაწილეობდა. მათ აუცილებელი ინფორმაცია მიიღეს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების, მომსახურების გაწევის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების და სხვა საკითხების შესახებ.

ტრენინგი ახალი საგრანტო პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა  გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია, დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებისა და დაცული ტერიტორიების მართვის გეგმების შესაბამისად.