ვითარება აბასთუმანში

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.  მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა. გაიჭრა 5 კმ-მდე გზა უშუალოდ ცეცხლის კერამდე  მისასვლელი.  უზრუნველყოფილია ტექნიკისთვის საჭირო წყლის უწყვეტი მიწოდება.  საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბი  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანზე რჩება. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს შესაბამისი დანაყოფების,  დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან და შტაბის სხვა წევრებთან ერთად,  ამ დროისთვის არსებულ ვითარებას გაეცნო.

დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვენენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.  დილიდან განაახლა მუშაობა  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა.  დღეს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში  უკრაინის თვითმფრინავი ჩაერთვება.