YAPA გუნდის წევრების შესარჩევი გასაუბრება

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების მეგობართა ახალგაზრდული ასოციაციის- YAPA გუნდის წევრების შესარჩევი გასაუბრება გაიმართა.

30 აპლიკანტიდან, ასოციაციის წევრად 11 საუკეთესო შეირჩა. დაცული ტერიტორიების მეგობართა ახალგაზრდული ასოციაცია- YAPA ახალგაზრდულ-მოხალისეობრივი ჯგუფია, რომელიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოხალისეობრივი კულტურის დანერგვისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა.