ყაზბეგის ეროვნული პარკის არსებული და გეგმარებითი ტერიტორიების საბაზისო კვლევები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ყაზბეგის ეროვნული პარკის არსებული და გეგმარებითი ტერიტორიების  საბაზისო კვლევების ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს.

ანგარიში მომზადებულია „გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკი“-ს მიერ ოთხი დაცული ტერიტორიის საბაზისო (ფონური) კვლევების ჩატარება-თვის #SPPA/CS/2015-5/RE1 პროექტის ფარგლებში [დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში-საქართველო (BMZ-N 2008.6582.4)].

დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის (SPPA) ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაცული ტერიტორიების დახმარება ყველა საჭირო გეგმარებითი დოკუმენტის შემუშავებაში, მენეჯმენტის გეგმის მომზადების ჩათვლით, რაც მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების ეფექტურობის ზრდისა და მიმდებარე თემების განვითარებისთვის.

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საბაზისო კვლევების ანგარიშს, რომლიც მომზადდა - ABC რესურსების კვლევის მეთოდის გამოყენებით (abiotic-biotic-cultural). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება მენეჯმენტის რეკომენდაციები ყაზბეგის დაცული ტერიტორიების კატეგორიის, საზღვრების, ზონირების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსების გამოყენების და სხვა პროგრამებთან მიმართებაში.

საბაზისო კვლების ანგარიში განხილულ  იქნა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. დოკუმენტი შემდგომში საფუძვლად დაედება ყაზბეგის ეროვნული პარკის ახალი მენეჯმენტის გეგმის მომზადებას.

 

საბაზისო კვლევების ანგარიში