ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი

წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა ალგეთის ეროვნული პარკისთვის ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მენეჯმენტის გეგმა სავალდებულოა ყველა დაცული ტერიტორიისთვის.

მენეჯმენტის გეგმის მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლის შედეგების მიღწევაც მიზნად უნდა დაისახოს და განახორციელოს შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში. 

გთხოვთ, განთავსებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები შემდეგ მისამართზე: info@apa.gov.ge; გ. გულუას  ქ. # 6 .

ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება № 110-ში (2014 წლის 12 მარტი) მოცემული პროცედურების სრული დაცვით, დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო (SPPA)-ს მხარდაჭერით, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობითა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა 2018 წლის 25 მარტს.

იხ. მენეჯმენტის გეგმა