ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა

2018 წლის 11 მაისს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) ,,ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: პროექტის განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com.

ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება № 110-ში (2014 წლის 12 მარტი) მოცემული პროცედურების სრული დაცვით, დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო (SPPA)-ს მხარდაჭერით, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, ასევე, „ალგეთის ეროვნული პარკის მრჩეველთა რეგიონული საბჭოს“, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა 2018 წლის 25 მარტს (http://bit.ly/2HVf65n ).