ამერიკელი ექსპერტების სემინარი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მერნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამერიკელმა ექსპერტებმა თანამშრომლებს სალაშქრო ბილიკების დაგეგმვისა და მშენებლობის თემაზე სემინარი ჩაუტარეს. 

შეხვედრის თემები იყო რეკრეაციის დაგეგმვა, სალაშქრო ბილიკების მოწყობის სტანდარტები და ტექნიკური რეკომენდაციები. სემინარი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა პროექტები შეადგინეს.

ექსპერტები საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აშშ-ს სატყეო სამსახურის (U.S. Forest Service) თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით იმყოფებიან.